საქართველო ეგება ხაფანგში, საიდანაც ვერსად გაიქცევა; მეტი ჩინური ინვესტიცია ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის ხელში ჩაგდებას | იაკუბ იანდა

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო ჩინურ ეკონომიკურ სატელიტად აქციოს... იყოს დიქტატურების ორბიტაზე - რუსეთთან და ჩინეთთან," - ამის შესახებ ექსპერტმა რუსეთისა და ჩინეთის საკითხებში, იაკუბ იანდამ განაცხადა და ანაკლიის პორტის ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემას გამოეხმაურა.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ თუ მთავრობა ასე გააგრძელებს, ევროპა და აშშ უარს იტყვიან საქართველოზე.

მისივე თქმით,  მეტი ჩინური ინვესტიცია ნიშნავს  ჩინეთის ჯაშუშური შესაძლებლობების გაზრდასა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელში ჩაგდებას, რაც საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ხაფანგია.

"საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო ჩინურ ეკონომიკურ სატელიტად აქციოს, - გაიზიაროს ბედი, რაც კამბოჯამ თუ პაკისტანმა იწვნია. პრაქტიკულად, საქართველო ეგება ხაფანგში, საიდანაც ვერსად გაიქცევა - მეტი ჩინური ინვესტიცია ნიშნავს მეტ ჩინურ საწარმოს საქართველოში, ნიშნავს ჩინეთის ჯაშუშური შესაძლებლობების გაზრდასა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელში ჩაგდებას. საქართველოს ხელისუფლება აშკარად აჩვენებს, რომ სურს იყოს დიქტატურების ორბიტაზე - რუსეთთან და ჩინეთთან. ის ცხადად ამბობს, რომ ევროკავშირის გზა არ არის ის, რაც მას სურს და ევროკავშირის ბევრი ლიდერი უკვე ნათლად ხედავს ამას. თუკი საქართველომ ასე გააგრძელა, ევროკავშირის დაფინანსება და ყველა სხვა პოზიტიური შესაძლებლობა ევროკავშირის მხრიდან დაიხურება. თუ ეს პროცესი ასე განვითარდა, ევროპა და აშშ უარს იტყვიან საქართველოზე და ჩათვლიან დაკარგულ, გეოპოლიტიკურად წარუმატებელ სახელმწიფოდ, რომელსაც დასავლური მომავალი არ აქვს," - განაცხადა იანდამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი