შსს-მ გამოძიება ჯგუფური თავდასხმის მუხლით უნდა დაიწყოს | ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

ენმ მათ ოფისზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე დაწყებული გამოძიების გადაკვალიფიცირებას ითხოვს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შსს-მ ცინიკურად საქმე სხვისი ქონების დაზიანების მუხლით აღძრა, რეალურად კი, მისივე თქმით, საქმე გვქონდა ჯგუფურ თავდასხმასთან:

"შსს-მ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ამაში ცხადად ჩანს, რომ შსს არის რეალური მფარველი ასეთი ბანდიტური ჯგუფებისა, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საქართველოს საზოგადოებას. მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა და მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. 

ფაქტია, რომ მთელი შემადგენლობა სისხლის სამართლის ეს მუხლი არის განხორციელებული გუშინდელ ღამის თავდასხმის ფაქტში განხორციელებული ამიტომ, შსს-მ ამ მუხლით უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და სასჯელი ამ მუხლზე არის 6-დან 9 წლამდე, რაც რეალურად იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ მათ მართლა სურთ ამ საქმის გამოძიება“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი გასულ ღამეს დაესხა თავს. მათ ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის ინვენტარი დააზიანეს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი