"სავარაუდოდ გდდ-დან იყვნენ, ხარებას სპეცდანიშნულების რაზმებიდან" | ენმ-ის ოფისზე თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.  გამოძიება 187-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

შსს-მ არ უპასუხა კითხვას არის თუ არა რამდენიმე ათეული თავდამსხმელისგან რომელიმე იდენტიფიცირებული. 

ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლებს, უსაფრთხოების თანამშრომლებს, გოგონებს, ახალგაზრდებს უწევდათ კარებთან ამ ადამიანების შეკავება. 100- მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომლებიც სავარაუდოდ გდდ-დან იყვნენ, ხარებას სპეცდანიშნულების რაზმებიდან მოაბილიზეს ერთად, რადგან იქიდან მოვიდნენ და შემდეგ ისევ იქეთ წავიდნენ.

წინა კარებიდანაც, სამზარეულოდანაც ცდილობდნენ შემოსვლას და იყვნენ ამ შუბებით შეიარაღებულები ღამის პირველ საათზე, თუმცა რამდენიმე წუთი ვუწევდით წინააღმდეგობას და თავს ვიცავდით, რომ ეს აგრესიული „ტიტუშკები“ არ შემოჭრილიყვნენ. სამწუხაროდ, ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მაგრამ მათ აღარც ბავშვები, აღარც ოჯახის წევრები არ აინტერესებთ. ასე გამოიყურება ივანიშვილის რუსული კანონი და საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს კაცი არ აპირებს ილაპარაკოს, სანამ ხელისუფლებაში იქნება. შუბები, ქვებით, ტერორით, თავდასხმებით და „ტიტუშკებით“. 

ასევე, მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მივმართო ელჩებს და ყველას ვუთხრა, რომ გამოთქვით ყველამ თქვენი პოზიცია ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არ გაჩერდებიან და სამიზნე იქნება სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ჯგუფი, რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები და ამ შუბის ენით აპირებენ საუბარს. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ამ შეშინებული ხელისუფლების ჩამოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში გვესმის, რომ ესენი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას არ აპირებენ.

ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან მხდალები და მშიშარები არიან, მინიმალური წინააღმდეგობის დროსაც კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ. ასევე, ძალიან მძიმე იყო იმის ყურება საპატრულო პოლიციად წოდებულმა ავტომობილებმა ჯერ როგორ მოაცილეს და მერე გააცილეს და შემდეგ ყველა რომ წავიდა, აი ინდურ ფილმებში რომაა ისე მოვიდნენ ბოლოს, როცა ყველაფერი მორჩა და „ტიტუშკები“ გაიქცნენ." განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი გასულ ღამეს დაესხა თავს. მათ ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის ინვენტარი დააზიანეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი