კობიაშვილის რუსული არჩევანი | სფფ-ის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არ გააცილა

გამოქვეყნდა:

14 დღეს ევროპის ჩემპიონატის გახსნამდე. ისტორიული გაცილება უკვე შედგა. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები  პირველად ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე შეკრებაზეა, მაგრამ ამ ყველაფერში იყო ერთი თვალშისაცემი დეტალი. ეროვნული ნაკრები ევროპაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა  არ გააცილა.

ლევან კობიაშვილს სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა, ის საქართველოს პარლამენტში ოცნების სხვა დეპუტატებთან ერთად პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად და რუსული კანონის საბოლოოდ დასამტკიცებლად ემზადებოდა, რაც გააკეთა კიდეც.

რუსული კანონის მხარდამჭერი ფედერაციის პრეზიდენტი არც ფეხბურთის ფედერაციაში უნახავთ ბოლო პერიოდში და ჩემპიონატისთვის არც მოსამზადებელი შეხვედრები ჩაუტარებია.  

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს და ქვეყნისთვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ, მათი სპორტის ფედერაციას კი ის პრეზიდენტი ჰყავს, რომელმაც ფეხბურთელების მიერ ღიად და მკაფიოდ დაგმობილ კანონს ხელი მოაწერა.

ჩვენი ინფორმაციით ლევან კობიაშვილს ბოლო პერიოდში არც სამუშაო შეხვედრები გაუმართავს. ფედერაციაში მისულებს გვითხრეს, რომ მინიმუმ ერთი კვირაა ლევან კობიაშვილი აქ არ გამოჩენილა, რადგან პრეზიდენტი მივლინებაშია.

ლევან კობიაშვილი ახლა მართლაც საზღვარგარეთაა, უფრო კონკრეტულად ევროპაში, უეფას ღონისძიებებს იმ ქვეყნებში ესწრება, რომლებიც მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყნის მტრებად გამოაცხადა.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი