
"მთავარი არხის" საპარლამენტო ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს პარლამენტში შესვლა აეკრძალა. საქმე "შაბათის მთავარის" რეპორტაჟს ეხება, რომლის მომზადების დროსაც ჩვენი ჟურნალისტი კითხვის დასმას პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის, ნინო წილოსანისთვის ცდილობდა. წილოსანი კი კითხვამ იმდენად გააბრაზა რომ მის წინააღმდეგ მმართველმა გუნდმა პაპუაშვილის რეპრესიული კანონი აამუშავა და ჟურნალისტს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ერთი თვით აეკრძალა.
ნინო წილოსანი რეპრესიებს აანონსებს იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც უკმაყოფილებას ღიად, ქუჩაში გამოთქვამენ. რუსული კანონის მიღებით უკმაყოფილო ერთ-ერთი მოქალაქის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ვიცე სპიკერი შსს-შიც მივიდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი