ხატია დეკანოიძე არის ამორალური ადამიანი, ქვეყნის მტრობისთვის გამოუტანენ განაჩენს | წილოსანი

გამოქვეყნდა:

"ხატია დეკანოიძისთვის ალბათ თავისი ქვეყნის სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი არის რომელიმე ქვეყნის ვიზა" - აცხადებს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ნინო წილოსანი და ამბობს, რომ დეკანოიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არასერიოზულია. 

"ხატია დეკანოიძე არის ამორალური ადამიანი.ხატია დეკანოიძისთვის ალბათ თავისი ქვეყნის სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი არის რომელიმე ქვეყნის ვიზა და ამიტომ, რაზეც ის ნერვიულობს შეუძლია, რომ ინერვიულოს ბოლომდე. ეს სწორედაც, რომ ქვეყნის მტრობისთვის აუცილებლად გამოუტანენ განაჩენს. არასერიოზულ ბრალდებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს" - ამბობს ნინო წილოსანი. 

ცნობისთვის, დეკანოიძემ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ არიან "ოცნების" წარმომადგენლები, რომელთა ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები ვიზების გაუქმებაზე | 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი