ჩემი ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებმაც მიიღეს აშშ-ის ვიზების გაუქმების მეილები | კლდიაშვილი

გამოქვეყნდა:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, [IDFI] დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით,  აშშ-ის ვიზების გაუქმების  შესახებ შეტყობინებები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს, თუმცა კლდიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია დასაზუსტებელია და გვარებს არ აკონკრეტებს:

"ჩემი ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა მიიღეს ასეთი მეილები. არ დავაკონკრეტებ იმიტომ, რომ გადამოწმებული არ მაქვს, მაგრამ არ დაიმალება და რაღაც პერიოდში ეს გაცხადდება. მაგრამ ის, რომ, სანქციები უკვე მიღებული აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ამაზე სახელმწიფო მდივანმა უკვე გვამცნო." განაცხადა კლდიაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა " დღის სტუმარში".

შეგახსენებთ, დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვიზების გაუქმების თაობაზე, რუსული კანონის ავტორ და მიმღებ დეპუტატებს პირად მეილებზე მისდით შეტყობინებები. თუმცა, ამას ჯერჯერობით ისინი არ ადასტურებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი