"დასავლეთი საქართველოს მიღწევებს მიესალმება" | "ოცნების" გამოგონილი რეალობა კობახიძის პირველ ანგარიშში

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების გამოგონილი რეალობა - "ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მოცემული საშინაო დავალების  55% შესრულებულია და დასავლეთი საქართველოს მიღწევებს  მიესალმება" - წერია იმ ქვეყნის პრემიერის პირველ ანგარიშში, რომელსაც ყველა პარტნიორი ცალსახად ეუბნება, რომ რუსული კანონით ევროკავშირში საქართველო მოლაპარაკების ფანჯარას ვერ გახსნის და ეს კანონი ქვეყანას წარსულში ბევრი წლით აბრუნებს. 

კობახიძე ანგარიშს პარლამენტს 28 ივნისს წარუდგენს. 180 გვერდიანი დოკუმენტის დიდი ნაწილი იმ პროექტებს ეძღვნება, რაც საქართველომ სწორედ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით განახორციელა.

ოპოზიცია მმართველი გუნდის ალტერნატიული რეალობის ამსახველ დოკუმენტს საბჭოთა ხელწერას უწოდებს. ჯერ ცნობილი არ არის, დაესწრება თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია კობახიძის პირველ ანგარიშს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი