თქვენი საქმე არ არის. თუ მივიღებ გავცემ პასუხს - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ისკო დასენი ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ხომ არ მიუღია შეტყობინება აშშ-ისგან დასანქცირებისა და ვიზის გაუქმების შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გასულ ღამეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ოცნების წევრები დასანქცირებულები არიან. თუ ვინ კონკრეტულად, მეთიუ მილერი სახელებს არ ამბობს, მაგრამ აცხადებს რომ შეერთებული შტატების პოზიცია ურყევია.
პირველ ეტაპზე საუბარია სავიზო სანქციებზე, თუმცა ივანიშვილის პარტიაში ამტკიცებენ რომ ამ ეტაპზე სანქციების შესახებ შეტყობინება ამერიკის მთავრობისგან არ მიუღიათ.