თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება. ელისო კილაძის ინფორმაციით, ადგილი, სადაც 23 წლის პროგრამისტი თავდაპირველად დაიბარეს, "ვილა ალგეთის" ტერიტორიაა. ოჯახის ადვოკატები "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას საკუთარი ინიციატივით გეგმავენ.
ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, პროკურატურას "ალგეთის" შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა, აქვს და არ გამორიცხავს, რომ ტერიტორიაზე კვალი წაეშალათ.
ცნობისთვის, "ქრონიკა +"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ლოკაცია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.