"საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული... მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით" | ჯო უილსონი 

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული... მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, დოკუმენტის ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.

"ქართულმა ოცნებამ", რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, დაგმო ყოველმხრივი ევროატრალნტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის. მიიღო [უცხოელი აგენტების კანონი] და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რომელსაც ხედავთ. ასევე აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და "ქართული ოცნება" ახორციელებს ჩინეთის პოლიტიკურ პარტიასთან თავის ურთიერთობებს. ხდება ძირითადი ინფრასტრუქტურის გადაცემა ჩინური კომაპნიისთვის...

აშშ-მ არ უნდა მისცეს საშუალება, რომ მოხდეს საქართველოს დემოკრატიაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე. ამას პასუხი უნდა გაეცეს, ამიტომ, მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩვენ უნდა მეგობარი აქტის წარდგინებით, საქართველოს 
წარმომდგენბთან და ასევე სენატის და კონგრესმენების წევრებთან ერთად, მოხდეს სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიას და ახორციელებს რეპრესიებს მოქალაქეების მიერ.

ეს ძალისხმევები საქართველოში წამყვან პირებთანაა დაკავშირებული. ასევე საჭიროა სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს საქართველოში არჩევნებამდე. MEGOBARI აქტის კანონპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომელიც უნდა დამყარდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის, - აცხადებს უილსონი.

ცნობისთვის, განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა და მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება. 

დღევანდელ მოსმენაში მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.

შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი, 
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი