"საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის აშშ-საქართველოს პარტნიორობას", - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე საუბრობს.
ძალიან ბევრი გაკეთდ,ა როდესაც საქმე ეხება საქართველოს ძალების სამხედრო მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან ბევრი იქნა გაკეთებული. ეს მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებისთვის და საქართველოს ხალხისთვის არ უნდა შეწყდეს და როგორც აქ იყო ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის აშშ-საქართველოს [და საქართველო-ევროპის] პარტნიორობას, - ამბობს ჩხიკვაძე.
ცნობისთვის, განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა და მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.
დღევანდელ მოსმენაში, ივანე ჩხიკვაძესთან ერთად, მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.
შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი,
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
იხილეთ ასევე: