თუ რომელიმე ქვეყნის ინტერესი იქნება, მზად ვარ გამოძიებას მტკიცებულება მივცე | კობახიძე ევროკომისარს ისევ ფიცოს ბედის გაზიარების მუქარაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკომისარს ისევ მუქარაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მზადაა თუ რომელიმე ქვეყნის ინტერესი იქნება, გამოძიებას ინფორმაცია და მტკიცებულებები მიაწოდოს.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი (ვინაობის დასახელების გარეშე) სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მოგვიანებით მომხდარს ევროკომისარი ვარჰეიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

"ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ. ხო ახსნეს და ეს ახსნა უბედურება იყო ხომ?! ნახეთ როგორიც იყო ეს ახსნა [გეშინოდათ რომ მოგკლავდნენ? ასე დაგემუქრნენ?] არავითარ შემთხვევაში, მე არაფრის არ მეშინოდა, მე ვთქვი რითაც დამემუქრნენ. სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით. დაგვემუქრნენ პირდაპირ ფორმით ფიცოს ბედის გაზიარებით. რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერის საკითხს და შესაბამის მუქარას, ამასთან დაკავშირებით, თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ რომ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულებები. როცა საქმე ეხება მუქარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულება", - თქვა კობახიძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი