დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გაეროს რეზოლუციას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

სოხუმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 4 ივნისს მიღებული რეზოლუციით „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

გამოცემა წერს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყებაში გამოთქვამენ წუხილს, რომ აღნიშნული რეზოლუციის მიღება ყოველწლიურად მათი მონაწილეობისა და პოზიციის გათვალისწინების გარეშე ხდება. სოხუმის დე-ფაქტო საგარეო უწყების აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა სოხუმის პოზიციის სრულ იგნორირებას ახდენს. სოხუმი მოითხოვს გაეროსგან, რომ მას პროფილურ კომიტეტებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი