ახალი ნივთმტკიცება ბაჩალიაშვილის საქმეში - მიხეილ რამიშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა "ვილა ალგეთის" ტერიტორიის შესწავლა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ რამიშვილს ხელში ჩაუვარდა ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთმტკიცება, თუმცა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა მტკიცებულებაზეა საუბარი.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაც საქმეს ვაკეთებთ. საქმისთვის კარგი რაღაც უნდა გაკეთდეს, - ამბობს რამიშვილი.

ერთ-ერთი ვერსიით, "ალგეთის" ტერიტორიაზე არსებულ შენობაში წნევის დამწევი პრეპარატის ანოტაცია იპოვეს, თუმცა შენობის მეპატრონის თქმით, 4 წელია, იქ არავინ შესულა. "მთავარის" ინფორმაციით, შესაძლოა, ანოტაცია იმ პრეპარატს ეკუთვნოდეს, რომელიც 23 წლის პროგრამისტის ავტომობილში იპოვეს.

თითქმის 4 საათია, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებიან. მოგვიანებით, ისინი "ალგეთის" ტერიტორიაზე გაემართებიან, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება.

ცნობისთვის, "ქრონიკა +"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ლოკაცია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი