სანქციების სივრცე ფართოვდება | შესაძლოა, ამერიკამ საქართველოს 400-მილიონიანი ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს

გამოქვეყნდა:

სანქციების სივრცე ფართოვდება - კონკრეტული სავიზო შეზღუდვებისა და ანგარიშების გაყინვის გარდა საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოხვდება "ქართული ოცნების" მთავრობაც. შეერთებულ შტატებში ყველა სხვა ზომასთან ერთად უკვე აქტიურად განიხილება საფინანსო დახმარების შეწყვეტის საკითხიც. ლაპარაკია თითქმის 400 მილიონიან დაფინანსებაზე, რომელიც ვაშინგტონს უნდა გაეცა. პროგრამები, რომლებიც ამ ფულით უნდა დაფინანსებულიყო, დიდი ალბათობით, შეჩერდება. 

ასეთი სიხისტის მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რუსული კანონია. ყოველთვის, როდესაც ვაშინგტონში სავიზო ან საფინანსო სანქციებზე საუბრობენ, ხაზგასმით განმარტავენ, რომ მიზეზი სწორედ ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მიღებული ეს კანონია. "ქართულ ოცნებაში" კი საპასუხო თავდასხმაზე გადადიან. მმართველი პარტიის ლიდერები, როგორც ყოველთვის, შანტაჟში ადანაშულებენ დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც უღალატეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი