"არსებობს რეალური და სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა" | მილერი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"არსებობს რეალური და სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საუბრობს და "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ ურთიერთობების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიღებულ იქნა ეს კანონი. არსებობს რეალური და სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა. საუბარია იმ დახმარების ოდენობაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, დაახლოებით $390 მილიონი დოლარია გათვალისწინებული წინა წლის ბიუჯეტის კანონებში, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია, ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის შესახებაც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ განვაცხადეთ, რის შესწავლასაც ახლა ვახდეთ თუ როდის და როგორ განვახორციელებთ.

ასე რომ, ბევრს ნახავთ და გაიგებთ ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დღეს არ იქნება. სახელმწიფო მდივანი იყო ის, რომელმაც გამოაცხადა პოლიტიკის გადახედვის შესახებ, საბოლოო ჯამში, ამ პროცესს სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენი კოლეგები და თანამშრომლობენ სხვა სააგენტოებთან. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა. [ფორმულას თარგმანი]

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი