"ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე... მადლობა აშშ-ს მხარდაჭერისთვის" | ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე... მადლობა აშშ-ს მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს და აშშ-ის სახდეპის მიერ გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტს ეხმაურება.

"ქართული ოცნების"  წევრებს, რუსულ კანონზე ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია.

ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება?! ივანიშვილის პირობებში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია! 

ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე.

მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, - წერს ხაბეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი