ქიწნისში კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა, ყველა მათგანი ქორწილის კლასტერია

გამოქვეყნდა:

ეპიდაფეთქების ახალი კერა შიდა ქართლში - მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობის შესასვლელში გამშვები პუნქტი მოეწყო. ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად, ეპიდემიოლოგები მუშაობენ და დილიდან ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს კორონავირუსზე ნიმუშებს უღებენ. ამ მუნიციპალიტეტში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება

სოფელ ქიწნისში ინფიცირების 6 შემთხვევაა დადასტურებული და ყველა მათგანი ე.წ. ქორწილის კლასტერს მიეკუთვნება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ დროისთვის ეპიდაფეთქების კერაში მყოფი დადასტურებული შემთხვევების 300 კონტაქტი უკვე გამოვლენილია. შიდა ქართლიდან  ლუგარის ლაბორატორიაში  დღეს, 14 სექტემბერს სულ 369 ნიმუში იგზავნება, აქედან  300 არის დადადტურებული შემთხვევების კონტაქტები და 69 სავალდდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პირი. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით  თვითიზოლაციაში 46 პირია გადაყვანილი.

დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახმეტის, ჩოხატაურისა და გორის რამდენიმე სოფელთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ადგილებში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უცვლელი დარჩა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 392;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი