
"დავხვდეთ კობახიძეს" - პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ლექცია 10:00 საათზე იწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნიკო მანაგაძეს თსუ-ის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ. თავდასხმის შემდეგ უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ კობახიძის ზონდერები მათ ვერ შეაშინებენ.
ფოტო: პუბლიკა