
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს. ჟურნალისტი საუბრობს რამდენიმე ბერკეტზე, რომელიც ევროკავშირის ხელშია და რომელიც შესაძლოა რუსული კანონის მიღების გამო, გაერთიანებამ გამოიყენოს:
"მოხსენება ალბათ გამოქვეყნდება მომავალ კვირას და შემდეგ ევროკავშირის ექნება ორი დისკურსია- ჯერ საგარეო მინისტერიალზე და შემდეგ კიდევ ერთ სამიტზე, სადაც საქართველოს საკითხი განხილული იქნება, ყველა ზომა განიხილება, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა არ ეთანხმება. ეს არის ერთადერთი ზომა, რომელსაც არ სჭირდება ერთსულოვნება. სანქციების დაწესების შემთხვევაში საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. უნგრეთი და სლოვაკეთი კი ამას დაბლოკავენ, ასევე არის კიდევ ერთი ვარიანტი - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების არდაწყება, რაც ყველაზე სავარაუდოა." ამბობს იოზვიაკი "მთავართან" საუბარში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში, 24 ივნისს შეიკრიბებიან.
იხილეთ ასევე: