
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება და ითხოვს კითხვაზე პასუხს, "როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!"
ბაიდენმა და მაკრონმა "ოცნებას" მოუწოდეს - "პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით".
"ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ.
ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!
ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცილებით მკაცრი კანონი, წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს. ერთი კვირაც არ არის გასული, რაც საფრანგეთმა მიიღო იგივე სფეროს რეგულირების, ასევე გაცილებით მკაცრი კანონი!.."
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა. დასანქცირებულ მოქალაქეებს შორის არიან "ქართული ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცველები და კერძო პირები.