ცხინვალში შესაძლო ბიზნეს გარიგების სურვილი წვრილმანია იმასთან შედარებით, რა სტრატეგიული პარტნიორობაც გვაქვს | დავითულიანი ჩინელი ინვესტორების ბიზნესგეგმაზე

გამოქვეყნდა:

"რომელიღაც კომპანიის ცხინვალში შესაძლო რაღაც ბიზნეს გარიგების სურვილი, არის წვრილმანი იმასთან შედარებით, რა სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ორ სახელმწიფოს" - ამბობს "ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი ცხინვალის ე.წ. პრემიერის, კონსტანტინე ჯუსოევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჩინეთის დელეგაცია ოკუპირებულ რეგიონში გასულ თვეებში ორჯერ იყო ჩასული სხვადასხვა ბიზნეს იდეის განსახილველად.

აღნიშნულს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია.

"თუ იქ რომელიმე კომპანია ჩავიდა და რაღაც ბიზნეს სქემის დალაგება მოინდომა, ამაზე საქართველოს გააჩნია კანონმდებლობა და ამაზე მოეთხოვება ამ კანონმდებლობის მიხედვით პასუხი, ამ კომპანიას. რომელიღაც კომპანიის ცხინვალში შესაძლო რაღაც ბიზნეს გარიგების სურვილი არის წვრილმანი იმასთან შედარებით, რა სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ორ სახელმწიფოს. შესაბამისად ჩინეთიც და საქართველოც, მონდომებულები არიან ამ სტრატეგიულ პარტნიორებს გაღრმავებისთვის და რომელიღაც კომპანიის გამო, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს", - თქვა დავითულიანმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოკუპირებული რეგიონის მარიონეტი რეჟიმის წარმომადგენელმა, ე.წ. პრემიერმინისტრმა, კონსტანტინე ჯუსოევმა თქვა, რომ ჩინეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ავტომობილების ქარხანის აშენებისა და ტყვია-თუთიის საბადოებითაა დაინტერესებული. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი