"პენსიების ქურდი კანონი" | რისთვის ემზადება ივანიშვილი და რას ითვალისწინებს ცვლილებები საპენსიო ფონდში?

გამოქვეყნდა:

საპენსიო ფონდში იძულებით ჩართული მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანის 5 მილიარდი ლარის ბედი გაურკვეველი ხდება. პარლამენტში ინიცირებულ საპენსიო ფონდის შესახებ კანონში ცვლილებებს უკვე მოყვა ოლიგარქის ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა. პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სქემას ასაჯაროებს, როგორ გეგმავენ ბიძინა ივანიშვილი და მისი კარის ბიზნესმენები ქართველი ხალხის უზრუნველყოფილი სიბერისთვის განკუთვნილი თანხის მითვისებას.

კანონი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია, რამდენიმე საგანგაშო მუხლს შეიცავს. მათ შორისაა - მართვის სისტემა. სააგენტოში არსებული სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები უქმდება და მათ ადგილს მმართველობითი საბჭო დაიკავებს, რომელიც 9-დან 15 წევრამდე დაკომპლექტდება და რომლებსაც ახალი კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს. 

მანამდე, საბჭოს წევრებს კანონმდებლები არჩევდნენ. შესაბამისად, სუსტდება პარლამენტის როლი და იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება. 


დღეს არსებულ საინვესტიციო საბჭოში პარლამენტს 4 უცხოელი სპეციალისტი ჰყავს, რომლებიც არა პოლიტიკური, არამედ პროფესიული შეხედულებებით იღებენ გადაწყვეტილებებს. საბჭო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. 

პარლამენტმა საბჭოს წევრები 2019 წლის ივნისში აირჩია და ვადა წლევანდელი წლის ივნისში ეწურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა, ახალი კანონის თანახმად საინვესტიციო მიმართულებითაც გადაწყვეტილებებს პრემიერის მიერ შერჩეული ადამიანები მიიღებენ. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოცნების მიერ ინიცირებულ ახალ კანონს თავისი მიზეზები აქვს, რის გამოც დაჩქარებული წესით იღებენ ცვლილებებს. მათი განმარტებით 5 მილიარდი ლარიდან ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ხალხის მოსყიდვისთვის 2024-ის არჩევნებისთვის დასჭირდება. მეორე ნაწილი კი ოლიგარქთან დაახლოებული, მომავალში დასანქცირებული ბიზნესმენების ზარალის ასანაზღაურებლად.

საპენსიო სააგენტოში მონაწილეს ამ დრომდე შეეძლო კერძო ფონდში გადაეტანა საპენსიო აქტივი. ახალი კანონით კი ეს საერთოდ უქმდება და ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ხალხის ფულს ხელისუფლება არამიზნობრივად გამოიყენებს, სადაც კორუფციის რისკები პრაქტიკიდან გამომდინარე დიდია. 

ახალი კანონპროექტის თანახმად საპენსიო ფონდში ეროვნული ბანკის უფლებები გაიზრდება. დიდი ალბათობით, გაიზრდება ადმინისტრაციული ხარჯებიც. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი