88% არჩევნებზე მიდის - უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა და NDI-ს წინასაარჩევნო კვლევა

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე ზუსტად თვენახევრით ადრე ამომრჩევლის  88% ამბობს, რომ არჩევნებზე მივა. NDI-ს​ კვლევაში მონაწილეების 59%-ს გადაწყვეტილები საერთოდ არ აქვს, მხარს ვის დაუჭერს.

მოსახლეობის უმრავლესობამ ან არ იცის, ან არ ასახელებს, ვინ არის მისი რჩეული 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე. 

ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ პარტიების ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ შედეგების გამოცნობა ამ მონაცემებით ვერ მოხერხდება და ყველაფერს 31 ოქტომბერს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გადაწყვეტს. 

27% ასახელებს კონკრეტულ პარტიას, ვისაც მხარს დაუჭერდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. 

27-დან 17 %- ს "ქართულ ოცნება" მოსწონს, "ნაციონალურ მოძრაობას" 5% აქვს, ყველა დანარჩენ პარტიას კი 5%. 

მოსახლეობის უმეტესობამ ან არ იცის, ან უარს ამბობს მისი რჩეული პოლიტიკური გაერთიანება დაასახელოს. 

NDI-ს​ კვლევის შედეგებს "ქართული ოცნება" ისევ არ ენდობა და "გორბის" მონაცემების სჯერა

დღეს დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ყოფილ თანაგუნდელებს შეახსენა, რომ 2012 წელს NDI-ს​ ​მონაცემები თითქმის ერთი-ერთში დაემთხვა არჩევნების საბოლოო შედეგებს.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობა მთავარ პრობლემებად ამომრჩეველთა მოსყიდვას, ხმის მიცემის პროცესში დარღვევებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ასახელებს. 

ეროვნული საკითხებიდან პრობლემის სამეული კი უცვლელია -  სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა. 

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  კვლევა 6-დან 11 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით 2045 რესპონდენტი სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოიკითხა და მასში სრულწლოვანი მოქალაქეები იყვნენ ჩართულები. გამოკითხვის საშუალო ცდომილება  +/- 1,3 პროცენტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი