საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი ხმაურით გრძელდება - ოპოზიცია ამბობს, რომ საუბნო კომისიების დამუკიდებელი კანდიდატებად "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ირჩევენ. დღეს, 14 სექტემბერს ოზურგეთში დაპირისპირება ოპოზიციის კვოტით წარდგენილი კანდიდატის სხდომიდან გაძევებამ გამოიწვია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით წარმოდგენილმა წევრმა სხდომაზე ყველა კანდიდატის პროფესიული გამოცდილების განხილვა და შემდეგ მხარდაჭერა მოითხოვა.
ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ 800 ადამიანი ერთდროულად არ შეიძლება უნახავად ავირჩიოთ. განვიხილოთ და თუ 800 ადამიანს არ განვიხილავთ, ის პირები განვიხილოთ, რომლებმაც წინა წელს ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, აიღეს ქრთამი, არც პასუხი მოუციათ დემონსტრაციულად შემოცვივდნენ დაცვის პოლიციის წარმომადგენლები და ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანეს, - ამბობს კომისიის წევრი.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საოლქო და საუბნო კომისიების დონეზე პროფესიონალი კადრების ნაცვლად წევრებს ბიუროკრატიულად ირჩევენ.
ჩვენ გუშინ რამდენიმე ამგვარი ფაქტი შევაჩერებთ, გავგრძელებთ ძალისხმევას, რომ ეს დანიშვნები არ დავუშვატ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ ნაცადი ხერხები გამოიყენოს, მაგრამ ამ არჩევენებზე არ გამოუვა, - ამბობს ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ივანიშვილი ამ ნაბიჯებით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს, რადგან ახლა გარდამტეხი დროა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ ცესკომ შესაბამისი პირები საარჩევნო კომისიებში განსაზღვრა, მათ კანონიდან გამომდინარე მოეთხოვებათ დამოუკიდებლობა და ეს პროცედურები დაცული იქნებოდა.