"ჩვენ რუსულ არხებს არ ვუყურებთ" | რუსული კანონისთვის ხმის მიმცემი გურამ მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არ ვუყურებთ რუსულ არხებს" - ამბობს რუსული კანონის თავდაპირველი ვერსიის ერთ-ერთი ავტორი და უკვე მეორედ შემობრუნებული ამავე კანონის ხმის მიმცემი გურამ მაჭარაშვილი. "ოცნების" ღიად პრორუსული დანაყოფის, "ხალხის ძალის" დეპუტატი ჟურნალისტებსაც "ურჩევს", თავი დაანებონ რუსული მედიისთვის თვალყურის დევნებას. მაჭარაშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ მისი ხელისუფლება რუსეთთან დაკავშირებით, მხოლოდ ოკუპაციის თემებით ინტერესდება. 

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა "მთავარი არხის" ინფორმაციაზე, რომ საქართველო და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ემზადებიან და  ქართული ოცნების ხელისუფლება მოსკოვში საქართველოს საელჩოს გასახსნელად, თანამშრომლებსაც კი არჩევს.

შეგახსენებთ, დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა და საქართველო კრემლთან კომუნიკაციას საერთაშორისო გარანტორების მონაწილეობით ჟენევის ფორმატში აგრძელებდა.

ინფორმაცია "მთავარი არხისთვის" სხვადასხვა წყაროდან გახდა ცნობილი. ის რომ  კულუარებში გარკვეული მოძრაობა უკვე დაწყებულია, ადასტურებენ კრემლთან დაახლოებული ის პირები, რომელთა აქტივობა წინ უსწრებდა ჯერ ავიამიმოსვლის აღდგენას, შემდეგ კი უვიზო მიმოსვლის დაწყებას რუსეთის ფედერაციასთან.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი