თამაზ გინტურის მკვლელობა, დამძიმებული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე... | პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენა დასრულდა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა დასრულდა. სუს-ის უფროსი ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრება ოპოზიცია - ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მისთვის კითხვის დასმას "აზრი არ აქვს" და ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. 

ლილუაშვილის თქმით, მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც უსაფრთხოების კუთხით ვითარება განსაკუთრებით თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ დამძიმდა. მანვე სოხუმის აეროპორტსა დაოჩამჩირის პორტზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილის მიერ სუს-ის ანგარიშიდან დღეს მოყვანილი ფაქტები წინააღმდეგობაში მოდის პრემიერ კობახიძის ანგარიშთან, რაც პარლამენტში უკვე წარდგენილია. 

დღესვე, ლილუაშვილმა "გადატრიალებასთან" დაკავშირებითაც ისაუბრა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია რას აკეთებს სუსი ამ მიმართულებით და როგორ აპირებს ის საფრთხეების განეიტრალებას. 

უსაფრთხოების კუთხით ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მოკლეს საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური. საქართველოს მოქალაქის მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა ოკუპირებული გალის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად ქალაქ სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა ვიტალ კარბაია, - განაცხადა ლილუაშვილმა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი