სომხეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ არ აპირებს ბელარუსში ჩასვლას, სანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა. ნიკოლ ფაშინიანი მიზეზად ლუკაშენკოს მიერ, აზერბაიჯანის მხარდაჭერას ასახელებს ყარაბაღის ომში.
ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მონაწილეობდა 44-დღიანი ომის მომზადებაში (ყარაბაღში), ამხნევებდა, სჯეროდა და სურდა აზერბაიჯანის გამარჯვება. და ამის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტთან ОДКБ-ს ფორმატში უნდა განვიხილო რაღაც საკითხები?“ - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და პირობა დადო, რომ ამიერიდან ბელარუსს არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი აღარ ეწვევა.
თუმცა, სომხეთის პრემიერმა დაამატა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, თუ ლუკაშენკო ბოდიშს მოიხდის და ბელარუსი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.
შეგახსენებთ, აღნიშნული ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, ფაშინიანმა გააკეთა.