საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. როგორც "მთავარს" ადგილობრივმა უთხრა, ოკუპანტები კვლავ მავთულხლართებს ავლებენ.
სადემარკაციო სამუშაოები იმდენად ახლოს მიმდინარეობს დასახლებულ პუნქტთან, რომ მოსახელობა ამას სახლებიდან უყურებს. არსებობს საფრთხეც, რომ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა, საცხოვრებელი სახლებიც აღმოჩნდეს.
ხურვალეთის გარდა, ატოცსა და ზემო ნიქოზშიც ე.წ. ბორდერიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ოკუპანტები ყოველდღიურად, შეუჩერებლად მოქმედებენ და იტაცებენ მიწებს, რომლებიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს ეკუთვნით.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა ხურვალეთთან ე.წ. ბორდერიზაცია 12 სექტებერს განაახლეს.