ნატოს გენერალური მდივანი პუტინის წამოყენებულ პირობებს ეხმაურება. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა არა უკრაინის საქმე, არამედ რუსეთის პასუხისმგებლობაა:
"ეს არ არის უკრაინის წინადადება. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს წინადადება არ არის კეთილსინდისიერი და რეალურად ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს...ამიტომაც ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას”- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
პუტინმა დღეს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.