შვეიცარიაში "მშვიდობის გლობალურ სამიტს" საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება

გამოქვეყნდა:

შვეიცარიის მთავრობა იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებიც სამშვიდობო სამიტში იღებენ მონაწილეობას. სამიტს მსოფლიოს  96 წარმომადგენელი და რვა საერთაშორისო ორგანიზაცია დაესწრება. 

57 ქვეყანა წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტების, ვიცე-პრეზიდენტების და მთავრობის მეთაურების დონეზე, 29 ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ექვსი ქვეყანა ელჩების დონეზე (ამ უკანასკნელთა შორის არის ბრაზილია და ვატიკანი);

შვეიცარიაში ჩავლენ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები, კანადის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის კანცლერი, საქართველოს პრეზიდენტი, ყატარის მთავრობის მეთაური. 

ასევე, უნგრეთის, სერბეთის, საუდის არაბეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

სამიტში ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნების რამდენიმე ლიდერიც მიიღებს მონაწილეობას.

ლათინური ამერიკა წარმოდგენილი იქნება 11 ქვეყნით, აფრიკა კი 13-ით (მათ შორის კენიის, კოტ დ'ივუარის, განას, კაბო ვერდეს, ლიბიისა და სომალის პრეზიდენტები). აზიიდან შვეიცარიაში ათზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ჩავა.

კონფერენციას არ დაესწრება ჩინეთი, რომელიც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან და დასავლეთის ქვეყნების მოსაზრებით, მოსკოვს იარაღის წარმოებისთვის საჭირო საქონლით ამარაგებს. მიწვეული არ არის არც რუსეთი. 

თუმცა, მოსალოდნელია, რომ შვეიცარიაში ჩავლენ რუსეთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორის- ინდოეთის წარმომადგენლები.

სამიტი 15-16 ივნისს ჩატარდება. შვეიცარიაში უკვე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი. სწორედ უკრაინის საკითხია სამიტის მთავარი თემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი