ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ხვალიდან „მშვიდობის გლობალური სამიტი“ იწყება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც  „მშვიდობის გლობალური სამიტი“ გაიმართება.

"წინ არის  აქტიური მუშაობის ორი დღე ქვეყნებთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებთ - უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.

მშვიდობის სამიტი გლობალურ უმრავლესობას შესაძლებლობას მისცემს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოში: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, ომის ტყვეებისა და ყველა დეპორტირებულის დაბრუნება, მათ შორის უკრაინელი ბავშვების" წერს ზელენსკი.

სამიტი 15-16 ივნისს გაიმართება და მასში 100-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი