ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი, პუტინის მიერ გაჟღერებულ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებს ეხმაურება და წერს, რომ აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი:
"რუსეთის მუდმივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ აჩვენებს რეალურ ინტერესს მშვიდობისადმი.
პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის.
აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი" წერს ბორელი.
შეგახსენებთ, პუტინმა გუშინ, 14 ივნისს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.