"ქართული ოცნება" გლობალური პოლიტიკის მიღმა. შვეიცარია დღეს მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილია, სადაც ჩვენ ქვეყანას პრეზიდენტი ზურაბიშვილი წარმოადგენს. სახელმწიფოს მეთაური უკვე შვეიცარიაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.
მმართველი პარტია კი დილიდან იმ სამიტის დისკრედიტაციითაა დაკავებული, რომელიც მეგობარი უკრაინის საკითხს ეძღვნება. სამიტს 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური. სწორედ ამიტომ შვეიცარია მომდევნო ორი დღის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება.