სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

გამოქვეყნდა:

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. ფოტო წარწერით, "საქართველო და უკრაინა ევროპას ეკუთვნის", სალომე ზურაბიშვილმა x-ზე გამოაქვეყნა. 

სამიტს 100 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმარკი და ვიცე - პრემიერი იულია სვირიდენკო. 

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება. 

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა." ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეს არის საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მეორე პირისპირ შეხვედრა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს თებერვალში,  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი