
გლობალური მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის კადრებს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში აქვეყნებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების გამოწვევები ორივე ქვეყნისთვის.
ზელენსკიმ უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ რუსული საჰაერო ტერორის შესახებ ისაუბრა.
"მადლობა სამიტში მონაწილეობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვართ. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის.
დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა უკრაინა და საქართველო ევროკავშირში იქნებიან - ერთად და სამუდამოდ." აღნიშნავს ზელენსკი.
შეგახსენებთ, შეხვედრა შვეიცარიაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.