გიორგი ვოლსკი თვლის, რომ  "მთავარი არხს" ტელევიზია არც კი უნდა ვუწოდოთ. როგორც ირკვევა, ასეთივე დამოკიდებულება აქვს ვოლსკის ტელეკომპანია "ფორმულას" მიმართაც. 
ვოლსკიმ საპარლამენტო გამოსვლისას ისაუბრა ტელევიზიებზე.

"მაინტერესებს, რომელ ტელევიზიას მიიჩნევთ, როგორც "ქართული ოცნებისათვის" არაკომფორტულს. ტელევიზია ჰქვია "მთავარ არხს"?! თუ "ფორმულაა" ტელევიზია, რომლის დამფუძნებელმა ბრძოლის ველზე დატოვა ხალხი და თვითონ მილიონერად გაიქცა, - თქვა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

 

შეგახსენბთ, გიორგი ვოლსკი "ქართული ოცნების" წევრია, რომელიც ვერ მოხვდა "ოცნების" პროპორციული სიის 20-ეულში. გიორგი ვოლსკისთვის არათუ ქართული ოპოზიცური მედიის კრიტიკაა სიახლე, მან გააკრიტიკა ანდრიუს კუბილიუსიც და მისი კრიტიკული განცხადების გამო ევროპარლამენტარს არაკომპეტენტური უწოდა. 

დღევანდელ სხდომაზე, გია ვოლსკი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებაზე. 

"საერთოდ გადაირია სააკაშვილი, 11-ჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩამოდის ქვეყანაში. ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვა-ზღვა, ხან ხმელეთით. ეს კიდევ რაც დავითვალეთ, და რაც არ დაგვითვლია, ვინ იცის კიდევ რამდენჯერ დააპირა ჩამოსვლა" - ამბობს ვოლსკი. 

არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებ დროში, საპარლამენტო სხდომაზე გიორგი ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ამბობს, რომ მან საქართველოსთვის არა სიკეთე და კულტურა, არამედ ბოროტება მოიტანა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი