"მთავარმა არხმა" წინა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის შედგენა დაიწყო. წყაროს ცნობით, სიის პირველი ნომერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები არ დაწყებულა. მისივე აზრით, ვისაც სურვილი ექნება მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს საპარლამენტო სიაში.
"რაც შეეხება საპარლამენტო სიას, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობასთან, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის ეს არის კომპეტენცია. [...]
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მე მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში, ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება. [...] ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, მთელი გუნდის საერთო დამოკიდებულება, აქ იგულისხმება რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების საფუძველზე", - ამბობს კობახიძე.
იხილეთ: