"[რუსული] კანონის ძალაში შესვლა უკან დახევაა EU-დან, ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება" | სტანო

გამოქვეყნდა:

"[რუსული] კანონის ძალაში შესვლა უკან დახევაა EU-დან, ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება", - ასე პასუხობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო პრემიერ კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომ "რუსული კანონის მიღების შემდეგ "მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა". ამის შესახებ მან "ფორმულასთან" ისაუბრა. 

"ევროკავშირი იყო ძალიან მკაფიო, რომ [რუსული] კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

კანონის ძალაში შესვლა იწვევს ევროკომისიის მიერ დასახული - ევროკავშირის ლიდერების მიერ კანდიდატის სტატუსისთვის დამტკიცებული ცხრა რეკომენდაციიდან სულ მცირე 3-ის უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება.

კანონის მიღება და შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის მხრიდან იქნება შემდგომი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში. რეგულარული ყოველთვიური საგარეო საქმეთა მინისტრების [საბჭოზე] შემდეგ ორშაბათს, ლუქსემბურგში" - აცხადებს სტანო "ფორმულასთან"

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი