[რუსული] კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0, დღეს გაზრდილია 20-30%-მდე | კობახიძის პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის ინიცირებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი 0% იყო, ხოლო ახლა შანსი 20-30%-ია.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნის საკითხს ოპოზიციამ ფასი დაუკარგა.

"რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი კანონის  ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0, ამ ლოგიკური დასკვნის გამტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან, დღეს ეს შანსი, კანონის მიღების შემდეგ, ეს შანსი არის გაზრდილი, დაახლოებით 20-30 პროცენტამდე. თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ სადაც პრინციპულად დადგები იქ შედეგსაც მიიღებ," - განაცხადა კობახიძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მიღება ევროკავშირმა ცალსახად გააკრიტიკა. ამერიკამ დააწესა სანქციები. ევროკავშირი კი მსჯელობს რა ზომები მიიღოს. იხილეთ: 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი