იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, პლენარულ სესიაზე დაამტკიცებენ. "ოცნებას" ამისთვის უბრალო უმრავლესობა სჭირდება და ხმები ჰყოფნის.

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სწორედ უმრავლესობის დეპუტატებმა შეაფასეს უზენაესის კანდიდატების კვალიფიკაცია, რადგან სხდომას ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არ ესწრებოდა.

სხდომაზე გაირკვა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს სასამართლო სისტემაზე ანალოგიური მოსაზრებები აქვთ, რაც ხელისუფლებას და ამტკიცებენ, რომ არანაირი კლანი არ არსებობს და რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.   

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი