ლარი ეცემა, ფასები იზრდება, სებ-ი რეზერვებს ხარჯავს - მძიმე ეკონომიკური მოლოდინები

გამოქვეყნდა:

ლარის კურსი დღეს ორჯერ შეიცვალა. თუკი დღის განმავლობაში ერთი აშშ დოლარი 3 ლარი და 14 თეთრი ღირდა, დღის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა და 1 დოლარის ღირებულებამ სამ ლარსა და 15 თეთრს გადააჭარბა. ახალი კურსი კომერციულ ბანკებში ხვალიდან ამოქმედდება.

ეკონომიკის ექსპერტები არჩევნების შემდეგ ინფლაციის კიდევ უფრო გაზრდილ მაჩვენებელს ელოდებიან.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად, ძვირდება სურსათი და წამლებიც.

კურსის გამყარებისთვის ეროვნული ბანკი სულ უფრო ხშირად იყენებს რეზერვებს. ბოლო ექვს თვეში სებ-მა 360 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ამით გაუფასურებულ ლარს არაფერი ეშველა. 

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნის საგარეო ვალიც გაიზრდება და ეროვნული ბანკის რეზერვებიც ამოიწურება.

ოპოზიცია ეკონომიკურ კრიზისზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი