19 წლის ახალგაზრდა სასტიკი ანგარიშსწორების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. შაკო ისაევის გადარჩენას ექიმები ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ. ახალგაზრდა კლინიკაში თავის უმძიმესი ტრავმით შეიყვანეს, რომელიც ახალგაზრდამ ვარკეთილში, ქუჩური გარჩევის დროს მიიღო. უცნობია საბედისწერო კონფლიქტის დეტალები, თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით ისაევს, რომელიც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, ე.წ-ი ქუჩის მაყურებლები დაუპირისპირდნენ.