საარჩევნო ხრიკები - ბინებში ჩაწერილი უცხო ადამიანები

გამოქვეყნდა:

ქართველმა ემიგრანტმა აღმოაჩინა რომ მის სახლში უცხო ადამიანია ჩაწერილი. ოჯახი საქართველოში ვერ ჩამოდის ამიტომ მდგომარეობის გარკვევას მეზობლების დახმარებით შეეცადნენ, თუმცა პრობლემა ვერ მოაგვარეს.

"მთავარს" ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ემიგრანტი დაუკავშირდა. ისინი პასუხს ვერ იღებენ საიდან აღმოჩნდნენ მათ კუთვნილ ბინებში უცხო ადამიანები ჩაწერილი. 

ცესკო-ში ამბობენ, რომ მონაცემები მუდმივად ახლდება და ისინი მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად ამ კონკრეტული დარღვევის შესახებ არაფერი იციან. 

არასამთავრობო ორგანიზაციები კი იუსტიციის სამინისტროსა და ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ისინი დარწმუნებულები არიან რომ წულუკიანის უწყების მიზანმიმართული ჩარევის გარეშე, უცხო ადამიანი სხვის ბინაში ვერ ჩაეწერება​. მითუმეტეს რომ რეგისტრაცია ისე არის გაკეთებული რომ ბინის მეპატრონეს გაზრდილი გადასახადებიც არ მისდის. 

ყველაზე მარტივი საშუალება შესამოწმებლად, არის თუ არა თქვენს მისამართზე უცხო პირი ჩაწერილი, ცესკო-ს ოფიციალური ვებგვერდია. ექსპერტები მოქალაქეებს საკუთარი მონაცემების გადამოწმებას ურჩევენ. 

მსგავსი პრობლემა მხოლოდ ემიგრანტებს არ ეხება. ბევრია საქართველოსი მცხოვრები ოჯახები რომლებმაც საკუთარ სახლებში უცხო პირები აღმოაჩინეს. ხშირ შემთხვევაში საუბარია ათეულობით ადამიანზეც კი. 

როგორ და რაში გამოიყენებს ამ არარსებულ ადამიანებს მმართველი გუნდი ადვილი მისახვედრია. მათი ხმა არჩევნებზე შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი