ბავშვები პოლიტიკური მიზნებისთვის - მოზარდები "ოცნების" წინასაარჩევნო აგიტაციაში

გამოქვეყნდა:

მოზარდები "ქართლი ოცნების" წინასაარჩევნო აგიტაციაში - სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები "ქართული ოცნების" მაისურებში არიან გამოწყობილები და სხვებს არჩევნებზე პარტიის ხმისმიცემისკენ მოუწოდებენ, დღეს დიდი განხილვა მოჰყვა. კრიტიკის შემდეგ ვიდეოს ავტორმა მასალა წაშალა, თუმცა ის სოციალურ ქსელში სხვადასხვა პროფილებზე ამ დრომდე იძებნება.

"მთავარის" ინფორმაციით, ვიდეოს ავტორი "ოცნების" მხარდამჭერი, ლედი ტუღუშია. "მომავლის გადასარჩენად, არჩევნებზე", ჩვენ ვირჩევთ 41-ს" - ამბობენ ბავშვები ვიდოში.

პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ვიდეო მათი დაკვეთით გადაიღეს და ბავშვების მონაწილეობას წინასაარჩევნო აგიტაციაში ემიჯნებიან. 

არასრულწლოვნები, რომლებსაც საარჩევნო ხმის უფლება არ აქვთ, ბუნებრივია, არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესს არ წარმოადგენს, ეს არის აქსიომა. ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, არანაირი იძულება არ ყოფილა ბავშვების თანამონაწილეობის, ჩვენ აბსოლუტურად ვემიჯნებით და  არანაირი შემხებლობა, მითუფრო დაკვეთა არ ყოფილა, - ამბობენ ქართულ ოცნებაში.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ბავშვები მითითებით მოქმედებენ და თუ ასე აპირებს ხელისუფლება თავისუფალი თაობა გაზარდოს, მაშინ ქვეყანა ვერაფერს მიიღებს. 

დღესვე, 15 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ოფოტები, სადაც ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატ, კესან კონცელიძესთან ერთად "ქართული ოცნების" მაისურებში გამოწყობილი ბავშვები ჩანან. სოციალური ქსელიდან აღნიშნული ფოტოებიც ამ დროისთვის წაშლილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი