"თუ ასეთი ზომები განხორციელდება, რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს" | ზახაროვა აშშ-ის მიერ რუსეთში სავიზო ცენტრების დახურვაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს 
განუცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს ჩამოართმევს, მოსკოვი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს. 

"თუ ასეთი ზომები განხორციელდება, რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს," - თქვა ზახაროვამ. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი "გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათებს" წაართმევენ, რასაც ანტონოვმა შეერთებული შტატების მხრიდან "წვრილმანი, საზიზღარი თავდასხმა" უწოდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი