"ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც EU-ს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, დასანქცირდნენ ივანიშვილი და მისი ოჯახი, „ოცნების“ ლიდერები, ძალოვანები" | ჩიხლაძე

გამოქვეყნდა:

"ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც EU-ს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, დასანქცირდნენ ივანიშვილი და მისი ოჯახი, „ოცნების“ ლიდერები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი სერგო ჩიხლაძე TV პირველის ეთერში საუბრობს. 

„განსაკუთრებული აქცენტი არის ოქტომბრის არჩევნებზე, რომ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი და თუ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული არ იქნება, შესაბამისად, სრულად გადაიხედება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დაწყებული სავიზო რეჟიმით და საერთოდ, ინტეგრაციის პროცესების დაბლოკვაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებული აქცენტი არის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე და მთლიანად რეზოლუცია გაჟღენთილია სულისკვეთებით, რომ რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ოღონდ, ამისთვის საქართველოში საჭიროა თავისუფალი არჩევნები, საქართველოში რუსული კანონი აღარ არსებობდეს და ამისთვის აუცილებელია, რომ ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი საქართველოს საერთაშორისო არენაზე აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი