"გირჩი-მეტი თავისუფლება" ALDE-ს სრულუფლებიანი, "დროა" კი აფილირებული წევრი გახდა

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" ევროკავშირის ერთ-ერთ მსხვილი ფრაქციის, ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის (ALDE) სრულუფლებიანი, "დროა" კი აფილირებული წევრი გახდა. ამის შესახებ ALDE სოციალურ ქსელში წერს. 

"გირჩი - მეტი თავისუფლება" საქართველოდან ახლახან გადავიდა ALDEParty-ის შვილობილიდან სრულ წევრობაზე! გილოცავთ.

[...]

"დროა" საქართველოდან ახლახან გახდა ALDEParty-ის ახალი აფილირებული წევრი! გილოცავთ," - წერია განცხადებებში. 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე Instagram-ის საკუთარ არხზე განმარტავს, რას ნიშნავს ALDE-ს სრულუფლებიანი წევრობა:

"ალდეს აფელირებული წევრები ვიყავით აქამდე, ახლა სრულუფლებიანი წევრები გავხდით, ამით ალდეს საბჭოს და ალდეს კონგრესის გადაწყვეტოლებებში შეგვიძლია მოვიღოთ მონაწილეობა + შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავაყენოთ რეზოლუციები კენჭისყრაზე, ხმის უფლება მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცი რამდენი ხმა გვექნება", - წერს ჯაფარიძე.
 

შეგახსენებთ, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლება" ALDE-ს აფილირებული წევრი 2022 წელს გახდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი