"ხარებასთან" დაპირისპირებული გიორგი შინჯიკაშვილი, სავარაუდოდ, გერმანიაში ფეხბურთის საყურებლად ჩავიდა

გამოქვეყნდა:

სპეცრაზმის უფროს "ხარებასთან" დაპირისპირებაში მყოფი  ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორი გამოჩნდა. გაუჩინარებული გიორგი შინჯიკაშვილი, რომლის პოვნასაც ხარება ბოლო დროს ცდილობდა, სავარაუდოდ გერმანიაში, ფეხბურთის საყურებლად ჩავიდა.  შინჯიკაშვილის ფოტო ევროპიდან, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დაპირისპირებაში მყოფი ორი კლანის - ხარებასა და შინჯიკაშვილის დაჯგუფებები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საპასუხო ანგარიშსწორება სურდა სპეცრაზმის უფროსსაც , თუმცა, ბოლო დროს შინჯიკაშვილი არსად ჩანდა. საგამოძიებო უწყებები კი, მომხდარით არ ინტერესდებიან და არავინ იცის, დაიწყო თუ არა ძალოვნებს შორის გარჩევაზე, გამოძიება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი